Tuesday, November 19, 2013



გაკვეთილის თემა
კვადრატული  ფუნქცია და მისი გრაფიკი
კლასი
IX
პროფილი
33 მოსწავლე
პედაგოგი
ეკა ლომსაძე
გაკვეთილის მიზანი და შედეგი
*კვადრატული ფუნქციის მახასიათებლების დადგენა
*გრაფიკის აგება
*კვადრატული ფუნქციის გამოკვლევა გრაფიკის გამოყენებით
*პრაქტიკული ამოცანების ამოხსნით მოტივაციის ამაღლება ფუნქციის თვისებების შესასწავლად
   მოსწავლემ უნდა შესძლოს:
*ფუნქციების და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად.
*ახდენს ფუნქციის გრაფიკის თვისებების ინტერპრეტირებას  სიდიდეებს შორისდამოკიდებულების გასაანალიზებლად
წინა ცოდნა





       ფუნქციის ცნება, განსაზღვრის არე, მნიშვნელობათა სიმრავლე
       მართკუთხედის ფართობის ფორმულა
       ფუნქციის მნიშვნელობის პოვნა არგუმენტის მოცემული მნიშვნელობისათვის
სასწავლო მასალა და რესურსი
სახელძღვანელო,
ცარცი,  დაფა, ქაღალდი, პროექტორი, კომპიუტერი
შეფასება
შეფასების რუბრიკა

განმავითარებელი და განმსაზღვრელი

 გაკვეთილის მსვლელობა
      საორგანიზაციო საკითხები (3 წუთი)    
(გაკვეთილის დასაწყისში ვაცნობ კლასს  ახალი გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას)
A  ფაზა: მინი ლექცია (10წუთი)
გონებრივი იერიშით მოსწავლეები გაიხსენებენ ყველა იმ უკვე შესწავლილ საკითხებს, რაც საჭიროა ახალი მასალის გააზრებისათვის და ამოცანების ამოსახსნელად
მოსწავლეთა პასუხებს დაფაზე ვაფიქსირებთ
     B ფაზა (აქტუირი ლექცია)
პროექტორის  დახმარებით მოსწავლეებს ვთავაზობ სამოტივაციო ამოცანას., მისი განხილვის შედეგად დავადგენთ, რომ ცვლადებს შორის დამოკიდებულება აღიწერება კვადრატული ფუნქციით.
შემოვიტან კვადრატული ფუნქციის ცნებას
C ფაზა( მასალის გამთლიანება)
მოსწავლეებს შევთავაზებ სხვადასხვა სახის ფუნქციებს და ვთხოვ შეარჩიონ კვადრატული ფუნქცია, დაასახელონ კოეფიციენტები, რათა ფორმალურად არ აღიქვამდნენ მათ .
მოსწავლეებს ვთხოვ დაწყვილდნენ და ჯერ წყვილებში , შემდეგ დაფაზე განვიხილავთ შემდეგ დავალებებს: y=x2y=ax2, როცა a>0, 
Y=ax2,რ ოცა a<0




კრიტერიუმი
     1-4
5-6
7-8
9-10
ფუნქციის თვისებები
მოსწ. ვერ ახერხებს თვისებების დადგენას
მოსწ.ცდილობს, მაგრამ ვერ გამოსდის სრულყოფილად
მოსწ. იცის თვისებები, მაგრამ არა სრულყოფილად
მოსწ. იცის ფუნქციის თვისებები სრულყოფილად
კვადრატული ფუნქციის გრაფიკის აგება
მოსწ ვერ აგებს გრაფიკს
მოსწ. ცდილობს გრაფიკის აგებას
მოსწ აგებს გრაფიკს, მაგრამ არაზუსტად
მოსწ. აგეს გრაფიკს სრულყოფილად
პარქტიკული ამოცანების ამოხსნისას კვადრატული ფუნქციის თვისებების შესწავლა
ვერ ახდენს კავშირს, ვერ ხსნის ამოცანებს
მოსწ. ხსნის ამოცანებს არასრულყოფილად
მოსწ. ხსნის ამოცანებს მაგრამ უშვებს შეცდომებს
მოსწ. შეუძლია ამოცანების ამოხსნა